ლევან ცუცქირიძე

  • პოლიტიკური მოძრაობა ,,თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი და ლიდერი.
  • მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის პოლ ნიცზეს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლიდან.
  • არის მრავალი კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი.
  • 2017 წელს დააფუძნა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD).
  • 2009-2017 წლებში იყო ორგანიზაცია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
  • 2006-2009 წლებში იყო GIPA-ს რექტორი.
  • 2004-2006 წლებში იყო სამოქალაქო რეესტრის რეფორმის პირველი ფაზის პროექტის მენეჯერი.
  • 2003-2004 წლებში ხელმძღვანელობდა ეუთოს მისიის პროგრამების კოორდინაციის განყოფილებას საქართველოში.
  • 1999-2001 წლებში ჩართული იყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ საგანმანათლებლო პროგრამაში.

ბაკურ კვაშილავა

  • ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს იელის უნივერსიტეტიდან.
  • მუშაობდა G-Econ პროექტში, იელის უნივერსიტეტში მკვლევრად ნობელის პრემიის ლაურეატი პროფესორის, უილიამ ნორდჰაუზის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.
  • მსახურობდა საქართველოში „ეუთოს“ მისიაში.
  • „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი.
  • პოლიტიკური კულტურის, ჩართულობისა და დემოკრატიული პლურალიზმის მიმართულებით არაერთი კვლევის, პოლიტიკის დოკუმენტის, შეფასებითი კვლევების, საჭიროების ანალიზისა და სტრატეგიული თუ სამოქმედო გეგმების ავტორი და თანაავტორი.

ირაკლი ქობალია

  • ფლობს მაგისტრის ხარისხს ევროპის საჯარო პოლიტიკის მიმართულებით ლონდონის უნივერსიტეტიდან
  • ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მკვლევარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით.
  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი
  • პოლიტიკური მრჩეველი ევროკავშირის წარმომადგენლობაში, (2015-2022) მუშაობდა პოლიტიკური დიალოგის, საარჩევნო რეფორმისა და კანონის უზენაესობის მხარდამჭერ პროგრამებზე. 
  • საერთაშორისო პუბლიკაციების რედაქტორი და თანაავტორი.

ირინე კურტანიძე

  • ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით.
  • ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ლონდონის უნივერსიტეტისგან.
  • კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სკოლის ხელმძღვანელი.
  • კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გერმანიაში პორცჰეიმის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

თამთა ჯოლოხავა

  • უნგრეთში სეგედის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი;
  • პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა;
  • გაეროს რეგიონული აკადემიის მკვლევარი გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
  • 2019-2024 „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი” – დემოკრატიის განათლების პროგრამის ასისტენტი და შემდეგში ხელმძღვანელი. მუშაობდა სხვადასხვა რეგიონებში სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობის, კოორდინაციის გაძლიერების, დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისა და პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით.

რევაზ აფხაზავა

  • პედაგოგი, განათლების მკვლევარი და ექსპერტ-კონსულტანტი.
  • ფლობს გეოგრაფიისა დასამართალმცოდნეობის ბაკალავრისა და განათლების მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხებს.
  • 2000 წლიდან მუშაობდა ფონდში „ღია საზოგადოება – საქართველო“ განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მართვის გაუმჯობესების პროგრამაში.
  • 2002 წლიდან საქმიანობდა„განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში“ (EPPM) ხოლო 2019 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.
  • 2014 წლიდან მუშაობს „განათლების კოალიციაში.“
  • არის არაერთი კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის, კერძო რეპეტიტორობის ფენომენის, დეპოლიტიზების, სასკოლო კვებისა და სფეროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

სიმონ ჯანაშია

  • ფლობს მაგისტრის ხარისხს სწავლა-სწავლების მიმართულებით ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და სადოქტორო ხარისხს განათლების საერთაშორისო განვითარების მიმართულებით კოლუმბიის უნივერსიტეტიდან.
  • სხვადასხვა დროს იყო ფრანკფურტის, კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორი.
  • გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის (GZAAT) დამფუძნებელი მასწავლებელი.
  • ხელმძღვანელობდა ყირგიზეთის განათლების სისტემის განვითარების პროექტს.
  • მუშაობდა განათლების საერთაშორისო განვითარების პროექტებში სასწავლო გეგმების, მასწავლებლების მომზადების პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და დისტანციური სწავლების გაუმჯობესების, პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებზე უზბეკეთსა და ტაჯიკეთში.
  • კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდის წევრი (2016-2020) და ყირგიზეთის განათლების სისტემის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი.

გიორგი შაიშმელაშვილი

  • ფლობს ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის (NDU, ვაშინგტონი) სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევებისა და თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ, თბილისი) ევრაზიისა და კავკასიის კვლევების მაგისტრის ხარისხებს. 
  • რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და კავკასიის კვლევების სპეციალისტი.
  • სტრატეგიული დაგეგმვისა და უსაფრთხოების საკითხთა პროფესიონალი, მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში.
  • კითხულობს ლექციებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) რუსეთის საგარეო პოლიტიკის, კავკასიის რეგიონისა და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების შესახებ.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე: „უსაფრთხოების სფეროში გაწეული ამერიკული დახმარების ეფექტი რუსეთისა და ნატოს კონკურენციის ზონაში მყოფი ქვეყნებისთვის: საქართველოს მაგალითის შედარებითი ანალიზი.“

დავით გზირიშვილი

  • თანამოაზრეებთან ერთად დაარსებულ ოჯახის ექიმთა კომპანია Curatio-ში 90-იან წლებში ეწეოდა კერძო პრაქტიკას. 
  • 1995 წლიდან დღემდე ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას საზღვარგარეთ მდგრადი განვითარების, სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სფეროში.
  • საქართველოში დაკავებულია ფერმერული საქმიანობით.

ნატო სლეპაკოვა

  • დაამთავრა მე-2 სამედიცინო კოლეჯი და ამავე კოლეჯის ბაზაზე არსებული სამედიცინო ინსტიტუტი „პანაცეა,“ თუმცა მუშაობა გააგრძელა ენების განხრით.
  • გამორჩეული ნამუშევრები: ვალერიუ ბუტულესკუს „ქვიშის ოაზისები,“ მოლიერის პიესა „ძუნწი,“ ჰოფმანის „მაკნატუნა და თაგვების მეფე.“
  • ფილმები: „ლამაზი მეგობარი“ (2012), „სიყვარული სამი წელი ცოცხლობს“ (2012), „პოლარული ექსპრესი“ (2004).
  • 2015 წლიდან ჩართულია ცხოველთა დაცვის საკითხებში, აქტიურად მონაწილეობს როგორც ცხოველთა გადარჩენაში, ასევე კანონმდებლობის შექმნაში. ნატოს კრიტიკული სტატიები გამოქვეყნებულია Zooclub.ge-ზე.

არჩილ მჭედლიშვილი

  • პროფესიით ჟურნალისტი.
  • მუშაობდა თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრში“ ახალი ამბების წამყვანის პოზიციაზე.
  • წლების განმავლობაში მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.
  • გავლილი აქვს NIMD-ის თელავის დემოკრატიის სკოლის სასწავლო კურსი.
  • 2017 წელს თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის საწინააღმდეგო კამპანიის ორგანიზებისთვის გადაეცა EECMD-ის „დემოკრატიის ლიდერის“ ჯილდო.

ნათია ხარატი

  • Avicenna ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.  
  • ექიმი ნევროლოგი, ელექტროფიზიოლოგი ბათუმის #1 პოლიკლინიკაში.
  • ექიმი ნერვოლოგი, ელექტროფიზიოლოგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში.
  • BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პირი (ასისტენტი).
  • 1997 წლიდან ILAE (International League Against Epilepsy) წევრი.
  • 2003 წლიდან ასოციაცია „თანადგომას“ წევრი. 
  • 2015 წლიდან საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის წევრი.

აზა გაბუნია

  • პედაგოგი, ფლობს განათლების მაგისტრის ხარისხს.
  • წლების განმავლობაში მაღალმთიან აჭარაში ინლისური ენის პედაგოგად მუშაობდა, ასევე იყო მიწვეული ლექტორი ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში.
  • არის საზოგადოება „ბათომის“ წევრი. ეს ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის იბრძვის. კერძოდ, მუშაობს საზოგადოებრივი სივრცეების დაცვისა და მწვანე პოლიტიკის გატარების კუთხით. 
  • მონაწილეობდა პროექტ DRIVE Democracy-ში და შემუშავებული აქვს რეგიონული განვითარების გზამკვლევი, ურბანული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე.
  • გავლილი აქვს  EECD – ის მიერ განხორციელებული  გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროეტი “ქალთა ლიდერობა დემოკრატისთვის საქართველოში”.
  • ბათუმის ბიზნეს სკოლის კურსადამთავრებული.ორგანიზაცია განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც ახორციელებეს საგანმანათლებლო (ოლიმპიადები, კონკურსები, საზაფხულოსკოლები, კონფერენციები, საჯაროლექციები) და კულტურული (გამოფენები, ფესტივალები) ღონისძიების ორგანიზებას, ასევე რამდენიმე ფესტივალისა და პროექტის მენეჯერი და ორგანიზატორი.
  • ერთიან ეროვნულ გამოცდების ცენტრიში აპელაციის კომისის წევრი.

ლია მელთაური

  • ფლობს ისტორია-პოლიტიკური ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
  • იყო ჟურნალისტი ტელეკომპანია „ქართლში“.
  • მუშაობდა გორის სათემო რადიო „მოზაიკაში“ რუბრიკების პროდიუსერად.
  • იყო EECMD-ის რეგიონული კოორდინატორი შიდა ქართლში.
  • ამჟამად ასწავლის გორის მე-11 საჯარო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას.

ლევან შატბერაშვილი

  • პროფესიით ფილოსოფოსი.
  • მეშვიდე წელია ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
  • თარგმნის წიგნებს. მათ შორის, თარგმნილი აქვს ჰაინრიჰ ჰაინე და ოსკარ უაილდი.

არჩილ ჟორჟოლიანი

  • პროექტების კოორდინატორი, თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სპეციალისტი.
  • ფლობს ლუნდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარებისა და მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს.
  • მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსა და საზღვარგარეთ.
  • 2010 წლიდან აქტიურად იყო ჩართული რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროექტებში, შესაბამისად სიღრმისეულად იცნობს ჩვენი რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მმართველობის სპეციფიკას.
  • საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში უძღვებოდა კურსს: დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა თანამონაწილეობა მმართველობაში.
  • 2022 წლიდან მუშაობს უკრაინაში, პროექტების კოორდინატორად ერთერთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში, რომელიც ეხმარება ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს.
  • ფლობს ინგლისურ, რუსულ, შვედურ და უკრაინულ ენებს.

დავით ჯინჭარაძე

  • ფლობს ნეირომეცნიერების ბაკალავრის ხარისხს ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან და ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხს კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.
  • 21 წლის ასაკში გამოაქვეყნა პირველი კვლევა პოლიტიკურ ფსიგოლოგიაზე.
  • საქართველოში უსასყიდლოდ ეხმარებოდა ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად გრანტის მოპოვებაში.